სოფელ აცანას მონაკვეთზე, გუშინდელის შემდეგ მეწყერი დღეს მეორედ ჩამოწვა. შედეგად გზაზე მოძრაობა შეწყვეტილია. საავტომობილო მიმოსვლა შეწყვეტილია.
„გუშინ, საღამოს საათებში ჩამოწვა მეწყერი, რომელიც გუშინვე გაიწმინდა. დღეს დილით კი, კვლავ განმეორდა. ამ დროისთვის გზა ჩაკეტილია. მობილიზებულია ტექნიკა და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. მგზავრებს საშუალება აქვს ალტერნატიული გზით – სოფელ აკეთიდან ისარგებლონ“, – განაცხადა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან და პრესასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა, მაკა სულაბერიძემ.
ამ მონაკვეთზე მეწყერი გუშინაც ჩამოწვა, თუმცა დღის ბოლომდე გზა გაიწმინდა.