ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოში გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალური სამინისტროს წარმომადგენლი ჩამოვიდნენ

საქართველოში გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალური სამინისტროს წარმომადგენლის ჩამოსვლასთან დაკავშირებით, შს მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ შეხვედრაზე შეჩერების მექანიზმზე არ ისაუბრებენ.

“შეჩერების მექანიზმზე არ იქნება საუბარი, ეს გახლავთ ტექნიკური მისია. საუბარი იქნება იმ ღონისძიებებზე, რომელსაც საქართველოს მთავრობა გეგმავს, რათა ამ გამოწვევას უპასუხოთ.
ძირითადი პრობლემატური საკითხი არის თავშესაფრის მოთხოვნების რაოდენობის ზრდა გერმანიაში და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში.გარდა ამისა, კვირის ბოლომდე ჩვენ გვექნება ვიზიტი ევროპოლში, სადაც უკვე კონკრეტულ მექანიზმებზე გვექნება საუბარი, ოპერატიულ დონეზე ინფორმაციის გაცვლის შესახებ, რაც იქნება ძალზე სერიოზული არგუმენტი გამოწვევებზე პასუხისთვის.

საკითხი შეჩერების ამუშავების მექანიზმზე არ დგას, ეს საკითხი დღის წესრიგში არ არის. არის რამდენიმე ქვეყანაში შეშფოთება, რომ თავშესაფრის მოთხოვნის რაოდენობა არის გაზრდილი. უნდა გვესმოდეს ერთი რამ, ამ რაოდენობის ზრდას ველოდით, ეს არ არის დიდი ციფრები, თუმცა კონკრეტული პროცენტული ზრდის ტენდენცია არსებობს. ჩვენ გვაქვს გეგმა, ნაწილობრივ გაცხადებული, რომელსაც ექნება პრევენციის ძალა, რათა ამ გამოწვევას ვუპასუხოთ“, – განაცხადა გახარიამ.

საქართველოში გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალური სამინისტროს მიგრანტთა დაბრუნების შტაბის ხელმძღვანელი, დოქტორი კრისტიან კლოსი და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს რწმუნებული ლტოლვილთა და მიგრაციის საკითხებში, ელჩი ანეტ გიუნტერი ჩამოვიდნენ.

იტვირთბა....