aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კვლევა: ქალების 22%-ს და კაცების 31%-ს მიაჩნია, რომ ცოლის ცემა გარკვეულ გარემოებებში გამართლებულია

aviabiletebi
ავიაბილეთები

გაერო-ს ქალთა ორგანიზაცია ქალთა მიმართ ძალადობის ახალი ეროვნული კვლევის შედეგების ნაწილის მიხედვით,  საქართველოში შვიდიდან ერთ ქალს ოჯახში ძალადობა გამოუცდია, ქალების 9% სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვობაში გამხდარა, ხუთიდან ერთი ქალი ამბობს, რომ სექსუალური შევიწროება გამოუცდია.

კვლევის შედეგების მიხედვით საქართველოში ქალებისა და კაცებისთვის ქალთა მიმართ ძალადობა დიდწილად კვლავაც მისაღებია: ქალების თითქმის ერთ მეოთხედს (22%) და კაცების ერთ მესამედს (31%) მიაჩნია, რომ ცოლის ცემა გარკვეულ გარემოებებში გამართლებულია.

ამავე კვლევის მიხედვით, ქალების თითქმის ერთი მეოთხედი (23%) და კაცების თითქმის ნახევარი (42%) მიიჩნევს, რომ ცოლი ქმარს მაშინაც კი უნდა დაემორჩილოს, თუ ის მას არ ეთანხმება.

კვლევა გაერო-ს ქალთა ორგანიზაციამ, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა და ევროკავშირმა ერთობლივად ჩაატარეს. კვლევის შედეგად, 2009 წლის შემდეგ ქალთა მიმართ ძალადობის გავრცელებისა და ამ პრობლემის მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულებების შესახებ ეროვნული მასშტაბის სარწმუნო მონაცემების მოპოვება პირველად მოხდა.

ამას გარდა, კვლევამ საქართველოში სექსუალური შევიწროებისა და ადევნების გავრცელება პირველად შეისწავლა.

ეროვნული კვლევის პროცესი 2017 წელს მიმდინარეობდა. ის რაოდენობრივ და ხარისხობრივ მეთოდოლოგიებს აერთიანებდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით 15-64 წლის სულ 6,006 ქალი და 15-64 წლის 1,601 კაცი გამოიკითხა. ხარისხობრივი კვლევა კი 47 შეხვედრას მოიცავდა.

კვლევა ჩატარდა საქართველოში გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის, საქსტატის ერთობლივი ძალისხმევითა და ევროკავშირის მხარდაჭერით, პროექტის ფარგლებში – „ერთად დავძლიოთ ქალთა მიმართ ძალადობა“.

იტვირთბა....