ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მეწყერი ჩამოწვა ლანჩხუთი-აცანის დამაკავშირებელ გზაზე

ლანჩხუთი-აცანის დამაკავშირებელ გზაზე მეწყერი ჩამოწვა. ადგილზე სპეციალური ტექნიკაა მობილიზებული და გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ადგილზე არიან მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე.

“ყველა ზომას მივმართავთ იმისათვის, რომ გზა უახლოეს პერიოდში გაიწმინდოს და მოძრაობა დროულად აღდგეს”, – განაცხადა  ალექსანდრე სარიშვილმა.

იტვირთბა....