ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

დიღმის მასივში დაშავებულ მოზარდს ოპერაცია უტარდება

დიღმის მასივში 8-ე სართულიდან გადმოვარდნილ მოზარდს ღუდუშაურის კლინიკაში ოპერაცია უტარდება.

როგორც “მეტრონომს” ღუდუშაურის კლინიკაში განუცხადეს, მოზარდს მრავლობითი მოტეხილობა აქვს.

დიღმის მასივში მოზარდი მე-8 სართულიდან გადმოვარდა. მან დაზიანებები მიიღო და საავადმყოფოშია გადაყვანილი.

როგორც შსს-ში “მეტრონომს” განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულიხმობს.

იტვირთბა....