ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რატიანი: “მოსახლეობის პროტესტი, მათი ინფორმირებულობის ნაკლებობითაა გამოწვეული”

კომპანიის წარმომადგენელი კობა რატიანი განმარტავს, რომ სვანეთში მესტიაჭალა 1-ის და მესტიაჭალა 2-ის მშენებლობის გამო, მოსახლეობას პროტესტის საფუძველი არ აქვს და ჰესის მშენებლობა ზიანს არც გარემოს აყენებს და არც ადამიანთა ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს.

”მესტიაჭალა ჰესი არის მდინარის მოდინებაზე დაფუძნებული ჰესი, რაც იმას ნიშნავს, რომ არ იქმნება კაშხალი და წყალი არ დაგუბდება. ეს კი კლიმატურ პირობებზე ზეგავლენას გამორიცხავს. ჰესი არის ეკოლოგიურად სუფთა და ამას ის დოკუმენტაცია მოწმოებს, რომელიც ჩატარებულია პროექტირების ეტაპზე. მათ შორის, გეოლოგიური, ტოპოგრაფიული და ბუნებაზე ზეგავლენის მოხდენის”,- განმარტა რატიანმა.

კომპანიაში ასევე განმარტავენ, რომ მშენებლობის პროცესში პროექტის ცვლილება არ მომხდარა.

”პროექტში ცვლილება არ განხორციელებულა და ამის ნახვა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია” – განმარტავს კობა რატიანი.

”სვანეთი ჰიდროში” აცხადებენ, რომ მოსახლეობის პროტესტი, მათი ინფორმირებულობის ნაკლებობითაა გამოწვეული.

ამ პოზიციას არ იზიარებენ სვანეთში. ადგილობრივებმა სპეციალური მიმართვა გუშინ საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერმინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის, სახალხო დამცველისა და აკრედიტებული დიპლომატიურ კორპუსის მიმართ გაავრცელეს, სადაც ხუდონჰესის, ნენსკრაჰესის, მესტიაჭალაჰესისა და ზემო სვანეთში დაგეგმილი 50-ზე მეტი ჰესის სამშენებლო სამუშაოების შეჩერება მოითხოვეს.

იტვირთბა....