სტალინის გარდაცვალებიდან 65 წლის შემდეგ, თანამოაზრეები ეკლესიაში მისი სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს ესწრებიან, მანამდე კი მუზეუმთან შეიკრიბნენ და აქციაზე საკუთარი მოთხოვნები გააჟღერეს – დაბრუნდეს კომუნისტური წყობა.
სტალინის მხარდამჭერის განცხადებით, 5 მარტი ავბედითი დღეა, რადგან მსოფლიოს სულის ჩამდგმელი, სწორედ ამ დღეს გარდაიცვალა. მისი სიკვდილი მსოფლიოსთვის გლოვის დღეა.
„რუსეთს ჩვენ ხელის გულზე ვყავდით, გადახედეთ ამ ყველაფერს, ეს ხომ რუსეთის აშენებულია. რუსეთი საქართველოს 2008 წელს არ ბომბავდა, ის შემოვიდა იმისთვის, რომ სააკაშვილის არეული სიტუაცია დაეწყნარებინა“ – განაცხადა კომუნისტური პარტიის მხარდამჭერმა.
შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში შექმნილი მძიმე ფონის მიუხედავად, 30-მდე ადამიანი რუსეთს ოკუპანტად არ ცნობს და კომუნისტური წყობის დაბრუნებას მოითხოვენ.