ზუგდიდში, სოფელ ცაისში, 15 წლის მოზარდი მიტოვებული შენობიდან გადმოვარდა.
მოზარდი თავის ქალის ტრავმით საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმის განცხადებით, მისი მდგომარეობა სტაბილურია.
როგორც “მეტრონომს” შსს-ში აცნობეს, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკლელობამდე მიყვანას გულისხმობს.