ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

როგორი ხელფასები აქვთ შერიგების სამინისტროში: “მეტრონომმა” ოფიციალური დოკუმენტი გამოითხოვა

ინტერნეტ-გაზეთი “მეტრონომი” ბოლო დროს საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის 2017 წლის ბიუჯეტის ხარჯებით დაინტერესდა.

საქმე ეხება ოკუპირებულ ცხინვალში საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობას, რომლის ცხედარიც საქართველოსთვის ჯერაც არ გადმოუციათ.

ბოლო დროს, სასაზღვრო ზოლთან გახშირებული გატაცებების გამო, უწყების მიმართ ბევრი კითხვები ისმის. კერძოდ, თოქ-შოუებში ხშირად საუბრობენ, თუ რა კეთდება და როგორი პოლიტიკა ტარდება აღნიშნულ ადგილზე პრევენციული ზომებისთვის, რომ რაც შეიძლება მინიმუმამდე დავიყვანოთ არაკონტროლირებად ზონაში მოქალაქეების გატაცების ფაქტები.

“მეტრონომმა” უწყებიდან გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია 2017 წლის ბიუჯეტის ხარჯების, ამავე წელს სახელმწიფო მინისტრის, მისი პირველი მოადგილის და აპარატის დანარჩენი თანამშრომლების თანამდებობრივი სარგოების ოდენობის შესახებ.

გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, ბოლო 1 წლის განმავლობაში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ჯამურმა ბიუჯეტმა 1 837 014 ლარი შეადგენა. აქედან შრომის ანაზღაურება 700 000 ლარს შეადგენს. პრემია წლიურად 51 919 ლარია, ხოლო დანამატი კი – 177 670 ლარი.

სახელმწიფო მინისტრის შრომის ანაზღაურება 42 480 ლარია, ხოლო მისი პირველი მოადგილის ანაზღაურება კი – 35 400 ლარს შეადგენს.

იხილეთ საჯარო ინფორმაცია სამინისტროდან

იხილეთ საჯარო ინფორმაცია სამინისტროდან

 

იტვირთბა....