დღეს, 5 მარტს, ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება და დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი იქროლებს. – ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო იუწყება.
მათი ინფორმაციით, დღის მეორე ნახევრიდან აღმოსავლეთ საქართველოში შედარებით გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში მოსალოდნელია +8, +13 გრადუსის ფარგლებში.
რაც შეეხება ხვალინდელ დღეს ანუ 6 მარტს, საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია მცირე ნალექი. ზემო იმერეთსა, კოლხეთის დაბლობზე და გორი – სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. დასავლეთ საქართველოში +14, +19 გრადუსამდე დათბება.
რაც შეეხება თბილისს, შესაძლებელია მცირე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა +10, +12 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.