პოლიტიკოსი გია მაისაშვილი გამთენიისას თბილისში ჩამოასვენეს. მაისაშვილის ცხედარს სიონიდან 6 მარტს, 15:00 საათზე გამოასვენებენ და წმინდა ნიკოლოზის ტაძრის ეზოში, (ხეთაგურის ქ. N 7) დაკრძალავენ.
გია მაისაშვილი 56 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მძიმე სენს ებრძოდა. შეგახსენებთ, მაისაშვილს თავის ტვინის სიმსივნის დიაგნოზი 2015 წელს დაუსვეს.