ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სვანეთის მოსახლეობა ჰესების მშენებლობის აკრძალვას პრეზიდენტს და მთავარობას სთხოვს

ზემო სვანეთის მოსახლეობა პრეზიდენტს, პრემიერს პარლამენტის თავმჯდომარეს და ყველა ინსტიტუციას ჰესების მშენებლობის შეჩერების მოთხოვნთ მიმართავს.

ზემო სვანეთის თემთა შეკრების განაცხადში აღნიშნულია, რომ ჰესების მშენებლობა და ოქროს წარმოება მნიშვნელოვან ზიანს აყენებს მესტიის მოსახლეობას.

ასევე მოსახლეობამ ხელისუფლებას მშენებლობების შესაჩერებლად დრო ხვალამდე მისცა, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი აქციებს აანონსებენ.

„კატეგორიულად ვითხოვთ სვანეთში ჰესების მშენებლობას, ოქროს წარმოებასა და ბუნებისთვის, ადამიანის საცხოვრისის მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობისთვის მავნებელი, საზიანო და დამანგრეველი სამუშაოების ჩატარების აკრძალვას,“-აღნიშნულია სვანეთის თემთა შეკრების მიერ გავრცელებულ განაცხადში.

იტვირთბა....