გუშინ მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე მამაკაცის დაჭრის გამო დაკავებულ ახალგაზრდას ბრალი წაუყენეს.
მცხეთის რაიონული სასამართლო ხვალ მის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს.
ცნობისთვის, მამაკაცი მცხეთაში გუშინ დაჭრეს, სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე აიყვანეს. ამ დრომდე უცნობია დანაშაულის მოტივი.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.