ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თალაკვაძე: პარლამენტი მიიღებს რეზოლუციას, სადაც მკაცრი შეფასებები მიეცემა ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტს

საპარლამენტო უმრავლესობა არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვის შესახებ რეზოლუციის ტექსტზე მუშაობს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ მოითხოვენ ობიექტური გამოძიების ჩატარებას.

„პარლამენტი მიიღებს რეზოლუციას, სადაც ძალიან მკაცრი შეფასებები მიეცემა ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტს, ასევე ბუნებრივია, კიდევ ერთხელ მივცემთ ჩვენ შეფასებას გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტს. ამ რეზოლუციაში ჩვენ ვითხოვთ კონკრეტულ რეაგირებას, რაც გამოიხატება იმაში, რომ ჩატარდეს საფუძვლიანი გამოძიება ამასთან დაკავშირებით, რასაც ბუნებრივია, შემდგომში მოჰყვება ის, რომ ადრე თუ გვიან დამნაშავე პირები მიეცემიან პასუხისგებაში,“ – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრმა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ 22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე – არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ოსური მედიის ინფორმაციით კი, არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

იტვირთბა....