თბილისში, სამგორის რაიონში ხანძარი, რომელიც სასაწყობე შენობაში გაჩნდა ლოკალიზებულია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ნადარეიშვილის 61 ნომერში, ერთსართულიანი საწყობის შენობაში, სადაც ხის მასალაა განთავსებული, ცეცხლი 2000 კვ.მ-ზე იყო გავრცელებული.
ადგილზე ამ დრომდე რჩება 30-მდე სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი.