აჭარის თავმჯდომარის ზურაბ პატარიძის თქმით, მაღალი გამავლობის ავტომობილების ტვირთის სიმძიმის გასაკონტროლებლად, სპეციალური სასწორები დაყენდება. იმ შემთხვევაში თუ ტვირთის ზღვრული ნორმა გადაჭარბებული იქნება კომპანიები დაჯარიმდებიან.
ზურაბ პატარაძის თქმით, მაქსიმალურად გაკონტროლდება გზებზე ტვირთის სიმძიმე.
„არ არის სახარბიელო მდგომარეობა გზაზე, მაქსიმალური კონტროლი უნდა იყოს ხელისუფლების, საგზაო დეპარტამენტისა და იმ სამსახურების მხრიდან, რომლებმაც უნდა გააკონტროლონ გზებზე ტვირთის სიმძიმე. დღეს საუბარი გვქონდა საგზაო დეპარტამენტთან აღნიშნულ საკითხზე და დავგეგმეთ მოეწყოს შესაბამისი სპეციალური სასწორი, რომელიც გააკონტროლებს თუ რა მოცულობის ტვირთით გადაადგილდება ავტომობილები. აუცილებლად მკაცრად დაისჯება ის კომპანიები, რომლებიც დადგენილ ზღვრულ ნორმას გადააჭარბებენ,“ – თქვა ზურაბ პატარაძემ.