აჭარაში წითელას ინფექციასთან ბრძოლისა და C ჰეპატიტის საკითხებზე იმსჯელეს. საკითხთან დაკავშირებით აჭარაში იმყოფებოდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო.
მედიკოსებმა დავით სერგეენკოს ცალკეული პროგრამების მიმდინარეობაზე მიაწოდეს ინფორმაცია და მათთვის აქტუალურ საკითხებზე მინისტრისაგან განმარტებები მოისმინეს.
შეგახსენებთ, რომ აჭარაში წითელას ვირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი მოსახლეობას წითელას ვირუსზე აცრისკენ მოუწოდებს.