ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

იზორია: “არჩილი არის საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლი”

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ლევან იზორია წალკანში იმყოფებოდა. მან არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ არჩილი საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლია. ასევე თავდაცვის მინისტრთან ერთად, ოჯახს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ, მისმა მოადგილეებმა და გენერალური შტაბის წარმომადგენლებმა მიუსამძიმრეს.

“სამძიმარს ვუცხადებთ ოჯახის წევრებს, სრულიად საქართველოს ჩვენი შეიარაღებული ძალების, ყოფილი უმცროსი სერჟანტის არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების გამო. არჩილი არის საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლი. ამ მძიმე წუთებში მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა ჩვენს გვერდით დგას. ვითხოვთ დროულად გადაეცეს ოჯახს ცხედარი. ჩვენ ერთად მხოლოდ მშვიდობიანი გზით, პრინციპულად გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციის პოლიტიკას” – განაცხადა ლევან იზორიამ.

შეგახსენებთ, 22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე – არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ოსური მედიის ინფორმაციით კი, არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

იტვირთბა....