ახალი ამბები ვიდეო მთავარი საზოგადოება სამართალი

მშობელი ბაგა-ბაღ “ჭიამაიას” პედაგოგს ძალადობაში ადანაშულებს (ვიდეო)

კერძო საბავშვო-ბაღ “ჭიამაიას” ერთ-ერთი აღსაზრდელის დედა სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი შვილი ძალადობის მსხვერპლი გახდა.

მშობელი ამის დამადასტურებელ ფოტო და ვიდეო მასალასაც ავრცელებს.

“მშობლებო, მეგობრებო, მასწავლებლებო სამწუხაროდ ვავრცელებ ინფორმაციას ამ ეტეპზე ფოტოს სახით აღშფოთებული და დათრგუნული ვარ რაც შ.პ.ს. ბაგა-ბაღ ” ჭიამაია”-ში მოხდა ჩემი ვაჟის გ.გ.-ს თავს, ის გახდა ძალადობის მსხვერპლი მასწავლებლის მიერ და არაერთ გზის, ყველაზე სამწუხარო და მტკივნეული ის ფაქტია რომ მტკიცებულება ვიდეო,ასევე ფოტოს სახით გადაეცა ყველა უწყება სადაც აშკარაა ძალადობა, მაგრამ დღევანდელ საქართველოში მე ვფიქრობ რომ ისევ ბნელა!! რეაგირება დღემდე არ მოყოლია და მასწავლებლისათვის ბრალდება არ არის წარდგენილი, როდესაც მტკიცებულებები და აღიარებითი ჩვენება უკვე აქვთ შსს და ასევე პროკურატურას, როდესაც კვალიფიკაცია უკვე მიცემულია 126 მულის 1 “ა” ქვეპუნქტით, სამწუხაროდ დამნაშავე ჯერ კიდევ დასჯილი არ არის!! მე როგორც დედა გნადგურებული ვარ . 21 სუკუნის საქართველო სდუმს!!!”, – ნათქვამია სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებას.

როგორც “მეტრონომს” შსს-ში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პირველი პრიმა ნაწილის ა ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ცემას არასრულწლოვანის ან უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კი მასწავლებელს 1-დან 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

იტვირთბა....