ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულ საკრებულოს დეპუტატს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. თემურ გორგაძის ადვოკატმა სხდომაზე 15 ათასიანი გირაოს შუამდგომლობა დააყენა. თუმცა, მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
გორგაძეს ბრალი თაღლითობაში ედება.
გამოძიებამ დაადგინა, რომ გორგაძემ საქართველოს მოქალაქეს, მისი ნათესავის შეწყალების კომისიის მეშვეობით პატიმრობიდან გათავისუფლების სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა 7000 ამერიკული დოლარი.