თბილისის საკრებულოს წევრ თემურ გორგაძეს, რომელიც რამდენიმე დღის წინ ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს, ბრალი თაღლითობის მუხლით წარედგინა.
დაკავებულის ადვოკატი გიორგი ქუმსიაშვილი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს და თავს უდანაშაულოს მიიჩნევს.
სუს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გორგაძე ერთ-ერთ პირს შეწყალების კომისიის გზით, მისი ნათესავის პატიმრობიდან გათავისუფლებას დაპირდა და 7 ათასი დოლარის გადახდა მოსთხოვდა. სუს-ის ინფორმაციით, გორგაძემ ამ პირს 3500 დოლარი გამოართვა, ის ფაქტზე დაიჭირეს.
თემურ გორგაძისთვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკითხზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს.