ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს

ბორჯომის საკრებულოსთან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აქციას მართავენ. ისინი საკრებულოს თავმჯდომარის, ზაზა ჩაჩანიძის გადადგომას ითხოვენ, რომელიც “პატრიოტთა ალიანსის” წევრია.

პარალელურად, ბორჯომის მერიის თანამშრომლები საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევას ითხოვენ.

“არა ვუთხრათ ზაზა ჩაჩანიძეს, ნიკა მელიას და ბორჯომის გაჩერებას”, – განაცხადა აქციაზე “ქართული ოცნების” წევრმა ირაკლი კვირკველიამ.

გუშინ, საკრებულოში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რომელიც მას შემდეგ დაიწყო, რაც უმრავლესობაში მყოფმა ოპოზიციამ მერიის თანამშრომლებისთვის ხელფასების გაზრდის შესახებ საკითხი ჩააგდო.

ამის შემდეგ, გვიან ღამით ბორჯომის მერიის თანამშრომლებმა გაფიცვა და ფართომასშტაბიანი აქციები დააანონსეს.

ბორჯომში იმყოფებიან ,,ნაციონალური მოძრაობისა” და ,,ევროპული საქართველოს” წარმომადგენლები.

შსს-ს ბორჯომის რაიონულმა სამმართველომ ბორჯომის საკრებულოს სხდომის დასრულების შემდეგ მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე ძიება ძალადობის მუხლით უკვე დაიწყო.

იტვირთბა....