“ნაციონალური ფრონტის” ლიდერს მარინ ლე პენს, საფრანგეთის პროკურატურამ Twitter-ზე “ისლამური სახელმწიფოს” სისასტიკის ამსახველი ფოტოების გამოქვეყნების გამო ბრალი წაუყენა. ინფორმაციას AFP-ი ავრცელებს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ლე პენს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა და 75 ათასი ევროს ოდენობით ჯარიმა ემუქრება.
ბრალდებას საფუძვლად დაედო 2015 წელს, ლე პენის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნები სამი ფოტო. ფოტოებზე
“ისლამური სახელმწიფოს” მიერ მოკლული ადამიანები იყვნენ გამოსახულები, ფოტოებს კი წარწერა ჰქონდა “აი ეს არის
ისლამური სახელმწიფო”. ეს გამოთქმა ერთ-ერთი ფრანგი ჟურნალისტის კომენტარზე პასუხი იყო, რომელმაც თქვა, რომ “ნაციონალური ფრონტი” “ისლამურ სახელმწიფოს” ჰგავს.
ერთ-ერთი ფოტოზე აღბეჭდილი იყო ამერიკელი ჟურნალისტის ჯეიმს ფოულის თავმოკვეთილი სხეული.
საფრანგეთის პროკურატურამ გამოძიება 2 წლის წინ დაიწყო. 2017 წლის ნოემბერში საქმესთან დაკავშირებით მარინ ლე პენს საფრანგეთის პარლამენტმა და ევროპარლამენტმაც სადეპუტატო იმუნიტეტი მოუხსნა.

