სითი პარკის ოფიციალურ გვერდზე განთავსდა ინფორმაცია, რომ საჯარიმო ქვითრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად დამატებითი მონაცემების მითითება დაგჭირდებათ.
„ვებგვერდზე განხორციელებული ცვლილებებიდან გამომდინარე, საჯარიმო ქვითრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად შემდეგი მონაცემების მითითება დაგჭირდებათ: ავტომანქანის სახელმწიფო ნომერი და საჯარიმო ქვითრის ნომერი ან პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო კოდი.
ვებგვერდზე შეგიძლიათ შეამოწმოთ და გადაიხადოთ თქვენს ავტომანქანაზე ბოლო 36 თვის განმავლობაში შედგენილი და გადაუხდელი, ასევე აქტიური საჯარიმო ქვითრები, რომლებზეც მიმდინარეობს საქმის წარმოება.
გადახდილი საჯარიმო ქვითრის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდზე განთავსებული იქნება გადახდიდან 30 დღის განმავლობაში,“- წერია კომპანიის განცხადებაში.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა „სითი პარკი” ვებგვერდზე პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონით დადგენილი პრინციპების დარღვევისთვის დააჯარიმა.