ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ფოფხაძე: “სამი თვე საშტატო ნუსხას თუ არ დაამტკიცებ, ბუნებრივია ვიღაცა აღშფოთდება “

 

სამი თვე არ დაუმტკიცებ ხალხს საშტატო ნუსხას და ამით პარალიზებას მოახდენ გამგეობის მუშაობას და ამის გამო, რომ ვიღაც აღშფოთდება, ეს ბუნებრივია, – ასე ეხმაურება გედევან ფოფხაძე “მეტრონომთან” საუბრისას ბორჯომში მიმდინარე მოვლენებს.

როგორც ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატი აცხადებს, მთავარი ბორჯომელების ინტერესებია.

“მოდით ხელფასების გაზრდას ნუ დავარქმევთ მას, რადგან არაფერი არ ემართებოდა იმ ხალხს ფინანსურად. საუბარია საშტატო ნუსხის დამტკიცებაზე იგივე ფინანსურ ფარგლებში, რა ფარგლებშიც წინა წელს ურიგდებოდათ ხელფასი. შესაბამისად, სამი თვე არ დაუმტკიცებ ხალხს საშტატო ნუსხას და ამით პარალიზებას მოახდენ გამგეობის მუშაობას და ამის გამო, რომ ვიღაც აღშფოთდება, ეს ბუნებრივია. მე ჩემი პოზიციის დაფიქსირებისგან თავს შევიკავებ, ჯერ კონსულტაციები უნდა გავმართო.

პოლიტიკური კონექტურის გარდა, არის ადამიანური მომენტი. ყველა ბორჯომელები ვართ, ერთმანეთს ვიცნობთ და მარტო პარტიული ნიშნით ადამიანების დაყოფა არ იქნება სწორი. კონსულტაციები უნდა გაიმართოს და ამოსავალი წერტილი უნდა იყოს ბორჯომი და ბორჯომელთა ინტერესი და არა რომელიღა პარტიის. პარტიების ჩარევა და თბილისიდან ჩასვლა და გრადუსის აწევა არ იქნება სწორი. პარტიული ინტერესი პარტიული ინტერესია და ბორჯომის ინტერესი სხვაა”, – განაცხადა ფოფხაძემ.

საკრებულოში ბორჯომის მერიის თანამშრომლების ხელფასების მატების საკითხის განხილვა იყო დაგეგმილი. 26 დეპუტატიდან საკითხის დამტკიცებას მხარი “ქართული ოცნების” 11-მა დეპუტატმა დაუჭირა. 15-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა კი აღნიშნულ საკითხს მხარი არ დაუჭირა. შესაბამისად, ხმების არასაკმარისი რაოდენობის გამო, ხელფასების საკითხი თავდაპირველად ჩავარდა, რასაც
ბორჯომის მერიის თანამშრომლების პროტესტი მოჰყვა.

იტვირთბა....