ახალი ამბები მთავარი სამართალი

განათლების მინისტრი შენობიდან მინის ჩამოვარდნაზე: ველოდებით უსწრაფეს გამოძიებას

განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი გუშინ, ორბელიანის მოედანზე მომხდარ უბედურ შემთხვევას გამოეხმაურა, რომლის შედეგადაც ერთი მოზარდი გარდაიცვალა, ხოლო 5 მოსწავლე კი დაშავდა.

“საშინელი ტრაგედია მოხდა. მინდა მთელი გულით მივუსამძიმრო გარდაცვლილი ბავშვის ოჯახსა და ახლობლებს. მე, ისევე როგორც მთელი საზოგადოება, ველოდებით შესაბამისი ორგანოებიდან ამ ტრაგედიის გამომწვევი ფაქტების უსწრაფეს გამოძიებას და შესაბამის რეაგირებას. გამოძიება უკვე მიმდინარეობს და ყველანი ველოდებით შედეგს”, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

გუშინ, ორბელიანის მოედანზე, შენობიდან მინის ჩამოვარდნის შედეგად 14 წლის 6 მოსწავლე დაშავდა. მოზარდები საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ერთის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

იტვირთბა....