პოლიციას ჰქონდა ბრძანება, ბორჯომში მომხდარ დაპირისპირებაში არ ჩარეულიყო – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ
დეკანოიძის თქმით, პოლიციას ჰქონდა ბრძანება, რომ დეპუტატი ნიკა მელია არ დაეცვა.
“მაქვს ინფორმაცია, რომ პოლიციას ჰქონდა პირდაპირი დავალება, აურზაურში არ ჩარეულიყო. იყო პირდაპირი დავალება, რომ არ ჩარეულიყვნენ ამ კონფლიქტში”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ რეგიონული თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე და კომიტეტის თავმჯდომარეს სიტუაციის შეფასებისკენ მოუწოდა, ასევე დაინტერესდა, „რატომ იყო გუშინ პოლიცია უმოქმედო“.