38 არასამთავრობო ორგანიზაცია კამპანია “მინდა ვენდო სასამართლოს” კამპანიას იწყებს.
კამპანიის – “მინდა ვენდო სასამართლოს” მოთხოვნებია: პოლიტიკურმა ხელისუფლებამ აიღოს თავისი წილი პასუხისმგებლობა სასამართლო სისტემაში არსებულ კრიზისზე; სასამართლო სისტემა გათავისუფლდეს კლანური მმართველობისგან; პროკურატურა დაინტერესდეს და სრულფასოვნად გამოიძიოს მართლმსაჯულების სისტემასთან დაკავშირებით ყველა შესაძლო დანაშაულის შემთხვევა; პარლამენტმა დაუყოვნებლივ გაატაროს რეალური რეფორმები, რის საფუძველზეც სასამართლოში არსებული გავლენიანი ჯგუფი ვეღარ შეძლებს კანონმდებლობა არაჯანსაღი მიზნებისთვის გამოიყენოს.
“საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის განცხადებით, სასამართლოს სისტემის მდგომარეობა ქვეყნის დემოკრატიულად განვითრებისთვის აუცილებელი პირობაა.
“ვფიქრობთ, რომ საკითხი თუ როგორი იქნება ჩვენი სასამართლო, ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ეს არის პირდაპირ დაკავშირებული ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასთან. ვხედავთ, სასამართლოში ინიშნებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც არ არიან ღირსნი იყვნენ მოსამართლეები და მათ წარსულთან დაკავშირებით გვაქვს ბევრი კითხვა”, – განაცხადა ეკა გიგაურმა.