სლოვაკეთში მომხდარი ჟურნალისტის იან კუციაკისა და მისი მეგობარი ქალის მკვლელობის საქმეზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას true-news-ი Aktuality.sk-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
სამართალდამცავთა ინფორმაციით, დაკავებულია ორი პირი, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან ნარკოდანაშაულში, საუბრობდნენ იმაზე, რომ საჭიროა იარაღის აღება და სოფელ ველკა მაჩაში წასვლა. პოლიციამ ასევე ჩაატარა რამედენიმე რეიდი. შედეგად ამოღებულია დიდი ოდენობით ცეცხსასროლი იარაღი.
სლოვაკი ჟურნალისტის მკვლელობის გამო, სლოვაკეთის კულტურის მინისტრმა პოსტი დატოვა.
მედიაში წერენ, რომ შესაძლოა ჟურნალისტი იტალიური მაფიის წევრებმა მოკლეს. მთავრობამ მკვლელობის საქმის გამოძიებისთვის 1 მილიონ ევროს გამოყოფს.
შეგახსენებთ, რომ 26 თებერვალს სლოვაკეთში გამომძიებელი ჟურნალისტი და მისი მეგობარი გოგო მოკლეს. სლოვაკეთის პოლიციის ცნობით, იან კუჩიაკს და მისი მეგობარ ქალს, ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, რაც სავარაუდოდ, ჟურნალისტის საქმიანობას უკავშირდება.
სტატიის მიხედვით ირკვევა, რომ 27 წლის კუჩიაკი და მისი მეგობარი გარდაცვლილები თავიანთ სახლში, ქალაქ ველკა მაჩაში იპოვეს.
მოკლული ჟურნალისტი იან კუჩიაკი მუშაობდა ინტერნეტგამოცემისათვის Aktuality.sk. მისი ბოლო სტატია, რომელიც 9 თებერვალს გამოქვეყნდა, ეხებოდა ბრატისლავაში ფეშენებელური საცხოვრებელი კომპლექსის გარშემო გადასახადებთან დაკავშირებულ სავარაუდო თაღლითობას.