ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

სერგო რატიანი: “ბორჯომში პარლამენტის წევრს მიაყენეს შეურაცხყოფა და პოლიცია იყო უმოქმედო”

ბიუჯეტი დამტკიცებულია, სიპების თანხები არ არის შეცვლილი. ფაქტბრივად, რამდენიმე თნამშრომელს არ მოწონს საკუთრი ხელფასი  და ამის გამო ისინი სხხვებს აიძულებენ, რომ ამ პროცესში ჩერთონ, – ასე ეხმაურება ბორჯომში განვითრებულ მოვლენებს “მეტრონომთან” საუბრისას “ევროპული საქართველოს” წევრი სერგო რატიანი.

სერგო რატიანი თავად იმყოფება ბორჯომში და მისი განცხადებით, იქ მხოლოდ თანამშრომლებს უშვებენ და ფაქტიურად, რამდენიმე თანამშრომლის გამო ხდება ეს ყოველივე.

“პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ გუშინ ადმინისტრაციულ შენობაში ადგილი ქონდა ძალადობას. პარლამენტის წევრს შეურაცხყოფა მიაყენეს და პოლიცია იყო უმოქმედო. ღამე, ჟურნალისტების თანდასწრებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამთვრობო ხაზზე დავრეკე. არც მინისტრმა და არც მოადგილეებმა არ აიღეს ტელეფონები. ამის შემდეგ, გვიან ღამით შსს-ს მოადგილე დაგვიკავშირდა და თქვა, რომ სამხარეოს უფროსს აგზავნიდა.

მას შემდეგ შედარებით განიტვირთა სიტუაცია. დღეს გამოვიდნენ მუნიციპალიტეტის თანამშრომლები და თქვეს, რომ დღეს არც ბაღები და არც დასუფთვების სამსახურები არ იფუნქიონირებდა. ეს არის ძალიან უცნაური, რადგან უმრავლესობაში ოპოზიცია იმყოფება. ბიუჯეტი დამტკიცებულია, სიპების თანხები არ არის შეცვლილი. ფაქტბრივად, რამდენიმე თნამშრომელს არ მოწონს საკუთრი ხელფასი  და ამის გამო ისინი სხხვებს აიძულებენ, რომ ამ პროცესში ჩერთონ. ახლა საქმის ვითრება ასეთია –  მუნიციპალიტეტში მხოლოდ თანამშრომლებს უშვებენ”, – აცხადებს რატიანი.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გუშინ, დღის განმავლობაში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. საკრებულოში ბორჯომის მერიის თანამშრომლების ხელფასების მატების საკითხის განხილვა იყო დაგეგმილი. 26 დეპუტატიდან საკითხის დამტკიცებას მხარი “ქართული ოცნების” 11-მა დეპუტატმა დაუჭირა. 15-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა კი აღნიშნულ საკითხს მხარი არ დაუჭირა. შესაბამისად, ხმების არასაკმარისი რაოდენობის გამო, ხელფასების საკითხი თავდაპირველად ჩავარდა, რასაც
ბორჯომის მერიის თანამშრომლების პროტესტი მოჰყვა. ისინი დღეს გაფიცვას და ფართომასშტაბიან აქციებს აანონსებენ.

იტვირთბა....