ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პენიტენციური სისტემის მხარდამჭერი პროექტის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

პენიტენციური და პრობაციის სისტემების მხარდამჭერი პროექტის ორგანიზებით ბორჯომში სამუშაო შეხვედრა გაიმართა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს 2018-2020 წლების განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესაქმნელად.

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი – კახა კახიშვილი, მინისტრის მოადგილე – ზვიად მიხანაშვილი, პენიტენციური დეპარტამენტის და პრობაციის ეროვნული სააგენტოს დირექტორები და სამინისტროს ყველა დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

შეხვედრაში, ასევე, მონაწილეობდნენ პროექტის ხელმძღვანელი – რანდელ ბაროუზი, ხელმძღვანელის მოადგილე – თინათინ უფლისაშვილი, საერთაშორისო ექსპერტები – მამუკა ჟღენტი, კირ ჰოუპლი, დევიდ ნოტი და ადგილობრივი ექსპერტი რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის მიმართულებით – სალომე ნამიჭეიშვილი.

პროექტის გუნდმა რეკომენდაციები გაუწია სამინისტროს სტრატეგიის ძირითადი მიზნებისა და მიმართულებების განსაზღვრაში.

სტრატეგის შემუშავება 2018 წლის მარტის ბოლოს დასრულდება, რასაც მოჰყვება სამოქმედო გეგმის შემუშავება.

იტვირთბა....