ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გიგა ბოკერია ბორჯომის საკრებულოში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია დღეს, ბორჯომის საკრებულოში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

ბოკერიამ აღნიშნა, რომ ბორჯომის საკრებულოში მომხდარი ფაქტი არის დემოკრატიის კრიზისი.

“ეს არის დემოკრატიის კრიზისი. ეს არის “ქართული ოცნების” სახე. არჩევნები საკრებულოში წააგეს და ამას პასუხობენ დაუფარავი ძალადობით, უტიფარი ძალადობით, თან რა საკითხზე – მაღალი თანამდებობის პირებისთვის ხელფასების მატებაზე რომ არ თანხმდება საკრებულო, რომელმაც დემოკრატიულად მოუგო მათ არჩევნები ყველა მეთოდის მიუხედავად, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” გამოიყენა. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივმართო ახალ შინაგან საქმეთა მინისტრს, რომელიც ბევრს საუბრობდა კანონის უზენაესობაზე, სად იყო პოლიცია იმ დროს, როდესაც შეურაცხყოფას აყენებდნენ საკრებულოს წევრებს, ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებიც იქ ჩავიდნენ?! ყოველთვის, როდესაც პრემიერი და ივანიშვილის გუნდის სხვა წევრები მაღალფარდოვანი ტერმინებით გველაპარაკებიან დემოკრატიაზე, აგერ არის მაგალითი, ძალადობისა და მოსყიდვის მიუხედავად, სადაც არჩევნები წააგეს და იქ ამ წაგებას არ ეგუებიან და პასუხობენ ძალადობით. ეს არის სამარცხვინო და არის დიდი ზიანის მიმყენებელი ნაბიჯი კიდევ ერთხელ “ქართული ოცნებისგან” ჩვენი ქვეყნისთვის”, – განაცხადა ბოეკრიამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს ბორჯომის საკრებულოში, ოპოზიციის მხარდასაჭერად ჩასულ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთ ლიდერის ნიკა მელიას გამოჩენამ ვითარება მკვეთრად დაძაბა, რასაც მოჰყვა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება. როგორც მელია აღნიშნავს მას “ქართული ოცნების” წევრები დაესხნენ თავს.

წყარო: “ინტერპრესნიუსი”

იტვირთბა....