“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია, ბორჯომის მერის და საქალაქო სამსახურის უფროსების მოთხოვნას ხელფასების მატებასთან დაკავშირებით აპროტესტებს.
„შევაკვდები, ან უნდა თვალი დავხუჭოთ და ნაცარი შევიყაროთ თვალებში და ვთქვათ, რომ რაც უნდა აკეთოს “ქართულმა ოცნებამ” ან ყველანი ერთად, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავდგეთ და ამ უმსგავსობას გავცეთ პასუხი. ნახევარი ბორჯომი შიმშილის პირას არის და ესენი ითხოვენ ხელფასები გაგვიორმაგეთო. საკრებულოს უმრავლესობა ამაზე არ მიდის და კარები აუჭედეს,“-აცხადებს ნიკა მელია.
ცნობისთვის, დღეს ბორჯომის საკრებულოში, ოპოზიციის მხარდასაჭერად ჩასულ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთ ლიდერის ნიკა მელიას გამოჩენამ ვითარება მკვეთრად დაძაბა, რასაც მოჰყვა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება. როგორც მელია აღნიშნავს მას “ქართული ოცნების” წევრები დაესხნენ თავს.
წყარო: “კურიერი”