ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბორჯომის საკრებულომ მერიის ხელფასების საკითხი 17 ხმით დაამტკიცა

ბორჯომის საკრებულომ ბორჯომის მერიის ხელფასების საკითხი და საშტატო ნუსხა მეორე სხდომაზე 17 ხმით დაამტკიცა.

ბორჯომში დღეს საკრებულოს სხდომა ორჯერ გაიმართა. პირველად ჩატარებულ სხდომაზე ვერ მოხერხდა ხელფასებისა და საშტატო ნუსხის დამტკიცება, რამაც ხმაური, სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება გამოიწვია.

საკრებულოში, ოპოზიციის მხარდასაჭერად ჩასულ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთ ლიდერის ნიკა მელიას გამოჩენამ ვითარება მკვეთრად დაძაბა, რასაც მოჰყვა ასევე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება. როგორც მელია აღნიშნავს მას “ქართული ოცნების” წევრები დაესხნენ თავს.

ამ დრომდე, მერიის თანამშრომლები ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომას ითხოვენ.

წყარო: “1tv”

იტვირთბა....