ახალი ამბები მთავარი სამართალი

ჯაბა ჭიშკარიანი: “ბარათაშვილის ქუჩაზე მომხდარ შემთხვევას, უმკაცრესი რეაგირება მოჰყვება”

ბარათაშვილის ქუჩაზე მომხდარ უბედურ შემთხვევას თბილისის საკრებულოს წევრი, მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი ჯაბა ჯიშკარიანი გამოეხმაურა.  ჭიშკარიანმა შემთხვევის ადგილი დაათვალიერა, სადაც ზემოდან შუშის ჩამოვარდნის შედეგად, გაჩერებაზე მდგომი სკოლის მოსწავლეები დაშავდნენ.

მისი თქმით, მიმდინარეობს გამოძიება და ფაქტზე უმკაცრესი რეაგირება მოხდება. საკრებულოს დეპუტატი ამბობს, რომ  დაშავებული მოზარდების დასახმარებლად დედაქალაქის მთავრობის მხრიდან ყველა საჭირო ღონისძიება განხორციელდება.

„დადგინდება კონკრეტულად ვისი ბრალეულობაა და ჩვენგან  უმკაცრესი რეაგირება მოჰყვება. რაც შეეხება ფაქტს, მოხდა ძალიან სამწუხარო ფაქტი დაშავებული არიან მოზარდები.“- განაცხადა ჯაბა ჯიშკარიანმა.

შეგახსნებთ, რამდნიმე საათის წინ ბარათაშვილის ქუჩაზე გაჩერებაზე მდგომ მოზარდებს იქვე მდებარე შენობიდან ჩამოვარდნილი მინა დაეცა. 6 მოზარდი საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი, ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა და მას სასწრაფო ოპერაცია უტარდება.

იტვირთბა....