ორბელიანის მოედანზე, სავარაუდოდ, შუშის ჩამოვარდნის შედეგად 6 ბავშვი დაშავდა. 6-ვე მათგანი ჰოსპიტალიზირებულია.
3 მათგანი ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი და აქედან 1-ს ოპერაცია უტარდება, ხოლო 3 “ამტელ” ჰოსპიტალში.
როგორც “მეტრონომს” ინგოროყვას კლინიკაში განუცხადეს, 2 ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია.
“მეტრონომს” შსს-ში განუცხადეს , რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება 124-ე მუხლითაა დაწყებული, რაც სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.