ახმეტაში, სოფელ მატანში, 65 წლის კაცი ყელგამოჭრილი იპოვეს. მეზობლების განცხადებით, გარდაცვლილი წარსულში ნასამართლევია.
როგორც შსს-ში “მეტრონომს” განუცხადეს, გამოძიება 108-ე მუხლით არის დაწყებული, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
“საქმე დაწყებულია 108-ე მუხლით. დანიშნულია ექსპერტიზა და მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები”, – განაცხადეს შსს-ში.