კონფლიქტოლოგი ალეკო კვახაძე „მეტრონომთან“ საოკუპაციო ხაზთან შექმნილ მძიმე სიტუაციაზე და იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც, რუსი ოკუპანტები ქართველებს იტაცებენ და საქართველოს ხელისუფლება ამის აღსაკვეთად ვერანაირ ბერკეტს ვერ იყენებს. კვახაძე ამბობს, რომ ოთხოზორიას სიკვდილის შემდეგ, ტატუნაშვილის მკვლელობა ზუსტად იმ პრობლემებზე მიუთითებს, რომლიც ჩვენს უშიშროების სამსახურებში არსებობს.
მისი თქმით, კარალეთის სპეცრაზმის დაშლის და მისი ხელმძღვანელობის დაპატიმრების შემდეგ, ოკუპანტებს დაუსჯელობის სინდრომი გაუჩნდათ. კვახაძე ამბობს, რომ ტატუნაშვილის მკვლელობის ორი ვერსია ვრცელდება. ერთის მიხედვით მათ ე.წ. ახალგორის დე ფაქტო გამგებელთან და მილიციის უფროსთან დაპირისპირება ჰქონდა და მეორე ვერსიით, ის იყო ყოფილი სამხედრო, რომელიც საერთაშორისო მისიებში მონაწილეობდა და მასზე შური იძიეს. კონფლიქტოლოგი ამბობს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახალგორის მოსახლეობის მიმართ საშინელი ტერორს აქვს ადგილი, რომლის აღკვეთას საქართველოს ხელისუფლება ვერ ახერხებს.
კვახაძე ამბობს, რომ ტატუნაშვილის გარდაცვალება ერთი მწვერვალია, რომლის ირგვლივ მოსახლეობის დაშინება და რეკეტი ხდება. კონფლიქტოლოგი ამბობს, რომ ქართული სპეცრაზმის ბლოკ-პოსტების მოხსნის შემდეგ იქ სრული განუკითხაობაა. მაშინ ჩვენს სპეცრაზმს ჰქონდა გარკვეული ჯაჭვი, რომლის ირგვლივაც ისინი ამ რეკეტს და ტერორს ამცირებდნენ.
„ტერორი ოკუპანტების მხრიდან ყოველთვის იყო, თუმცა საქართველო სპეცამსახურებს და ძალოვნებს ჰქონდათ იმის მექანიზმი, რომ ეს ტერორი მინიმუმამდე დაეყვანა. ამას რამდენიმე მიზეზით აკეთებდნენ. პირველ რიგში, საქართველოს დაკავებული ჰყავდა რამდენიმე საკვანძო სეპარატისტი, როგორიც მარეკ დუდაევი და იგივე ფუხაევიი იყვნენ, რომელიც გიორგი ანწუხელიძის მკვლელობაში უშუალოდ მონაწილეობდა. სწორედ ეს ფაქტორი აკავებდა სეპარატისტულ ე.წ. ხელისუფლებას, რომ ქართველების წინააღმდეგ რაიმე რადიკალური ზომები არ მიეღოთ.
როდესაც თუნდაც ქართვლებს იტაცებდნენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან მათ წამებას ერიდებოდნენ, მოკვლაზე ხომ საუბარი ზედმეტია. დუდაევი, როგორც ვიცით რამდენიმე ქართველში გაცვალეს და ის ერთი თვის წინ ოკუპირებულ ცხინვალში ჩაცხრილეს. ხოლო რაც შეეხება ფუხაევს, მასზე არ მაქვს ინფორმაცია ის ახლა სად იმყოფება და არის თუ არა კვლავ საქართველოს ციხეში უცნობია. მასზე ინფორმაცია ვერ მოვიპოვე. ფუხაევი სწორედ 2009 წელს ქართულმა სპეცრაზმმა მოიტაცა. ის დილით ვარჯიშობდა, როდესაც ქართველებმა მისი გამოტაცება მოახერხეს. ეს ინფორმაცია შემდეგ ჩვენმა ხელისუფლებმაც დაადასტურა. სწორედ ეს დუდაევი იყო ადამიანი, რომელმაც ციხიდან გათავისუფლბის შემდეგ, ყველა ქართულ მაღაზიას თანხის გადახდა დააკისრა და ტერორი დაიწყო.
მეორე ფაქტორი, რის გამოც ოკუპანტები ამ დოზით ქართველების დატერორებას ვერ ახერხებდა სტაციონალური ბლოკ-საგუშაგოები იყო, სადაც კარგად გაწვრთნილი ქართველი სპეცრაზმელები იმყოფებოდნენ. ისინი საპასუხო ცეცხლს გახსნიდნენ ან დააკავებდნენ ნებისმიერს, რომლიც ამ ხაზს აქეთ გადმოვიდოდა. ამიტომ ისინი საზღვრის აქეთ გადმოწევას ვერ ახერხებდნენ.
საქართველოს იმ დროინდელ უშიშროების სამსახურებს, ოსეთის მხარეს კარგად განვითარებული აგენტურული ქსელები ჰქონდა. ამის დასტური არის ის, რომ დუდაევიც და ანწუხელიძის მკვლელობაში ბრალდებულის გამოტაცება ქართულმა სპეცრაზმმა შეძლო. მათ იცოდნენ, რომ თუ ქართველების წამებაში ან მკვლელობაში ბრალი ედებოდათ, მათ ქართული სპეცრაზმმი პირდაპირ გაიტაცებდა და ის ჩვენს ციხეში, ჩვენი სასამართლოს წინაშე პასუხს აგებდა“,-ამბობს კვახაძე „მეტრონომთან“
მისივე თქმით, სწორედ ეს მიზეზებია, რის გამოც სეპარატისტებს დაუსჯელობის სინდრომის გრძნობა გაუჩნდათ და ქართველი ხალხის ტერორი დაიწყეს. კონფლიქტოლოგი ამბობს, რომ ქართულმა ხელისუფლებამ შერიგების პოლიტიკის არჩევის შემდეგ, მოხსნა ბლოკ-პოსტები და ადგილობრივი მოსახლეობა პირდაპირ ოკუპანტების ხელში ჩააგდო.
ალეკო კვახაძე ამბობს, რომ ქართულმა მხარემ სპეცრაზმი ოკუპირებული ტერიტორიებიდან ევოკავშირის რჩევის შემდეგ გამოიყვანა. კონფლიქტოლოგი აცხადებს, რომ მსგავსი მოთხოვნა წინა ხელისუფლების დროსაც ჰქონდათ, თუმცა მაშინ უარს ებუნებოდა სააკაშვილის ხელისუფლება და კონკრეტულ ინფორმაციას აწვიდიდა იქ რაც ხდებოდა. ახლა ევროკავშირს არა აქვს ზუსტი ინფორმაცია და რეალური სურათი რა ხდება იქ.
შეგახსენებთ, რომ არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, დე ფაქტო ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა.
ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული ორი მოქალაქე – ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი – ცხინვალის ციხიდან გაათავისუფლეს, თუმცა ჯერ კიდევ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არიან.
ოკუპირებული ცხინვალის დეფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელმა პოსტკონფლიქტურ საკითხებში მურატ ჯიოევმა თქვა, რომ ტატუნაშვილს ქართულ მხარეს რუსეთში დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ გადასცემენ. ცხედარი ამ დრომდე საქართველოს მხარისთვის არ გადმოუციათ. ტატუნაშვილის ოჯახი კი საქართველოს მხარეს 24 საათს აძლევს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვით იმუქრებიან.
ავტორი: ელზა პაპოშვილი