უკრაინის დედაქალაქში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მომხრეებთან შეხლა-შემოხლაში 14 სამართალდამცველი დაშავდა, – ასეთ ინფორმაციას ავრცელებს უკრაინული მედია ეროვნული პოლიციის კიევის სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით.
„ვიცით მხოლოდ ის, რომ პარლამენტთან მომხდარი მოვლენების შედეგად 14 პოლიციელი დაშავდა. მათ სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები აქვთ“, – წერია პოლიციის განცხადებაში.
შეგახსენებთ, უკრაინის პარლამენტის შენობასთან სააკაშვილის მომხრეები შეიკრიბნენ. „ახალი ძალების“ მოძრაობის მიერ ორგანიზებული „კარვების ქალაქის“ მომიტინგეებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა.