ახალი ამბები მთავარი სამართალი

ხანძარი ორივე სართულზე ერთდროულად გაჩნდა: დამწვარი სავაჭრო ობიექტის მფლობელი

სავაჭრო ობიექტი, რომელიც გუშინ ხანძრის შედეგად დაიწვა, თბილისის მერიის მაღალჩინოსნის ოჯახს ეკუთვნის. მისი ხელმძღვანელი ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, გიოგი ბაგრატიონის მამაა. მასთან ინტერვიუ “რუსთავი 2”-მა ჩაწერა.

ბაგრატიონი ამბობს, რომ ცეცხლი ორივე სართულზე ერთდროულად გაჩნდა, ის კი ამ დრომდე არ დაუკითხავთ.

“ჩემი ოჯახის წევრები და მამაჩემი 20 წელზე მეტია ფლობს ბიზნესს და არის კომპანიის ხელმძღვანელი. მოხდა ეს ცუდი ფაქტი და კომპანია ეცდება, რომ როგორც დღეს უკვე მოქმედებენ და გამოუყვეს მოვაჭრეებს ადგილები სხვადასხვა მოვაჭრეებს, რომ დროებით მათ ჰქონდეთ ადგილები, სადაც იმუშავებენ, ვიდრე ეს კომპანია განახორციელებს იმ სამუშაოებს, რომ დაუბრუნდეს პირველად სახეს. დამოკიდებულები არიან საგამოძიებო სამსახურებზე, ექსპერტ კრიმინალისტებზე, როდის მისცემენ უფლებას, იმ სამუშაოების დაწყების, რომ პირველად სახეს დაუბრუნდეს. საგამოძიებო სამსახურები ფლობენ იმ ინფორმაციას, თუ რა მოხდა იმ მომენტში, აქედან გამომდინარე თავს შევიკავებ კომენტარისგან დაველოდები შესაბამის სტრუქტურებს, რომ გავიგოთ რა იყო კონკრეტული მიზეზი და გავიგოთ იმ ადამიანებისგანაც, რომლებიც მორიგეობდნენ იმ ობიექტზე გუშინ ღამე,“- აცხადებს გიორგი ბაგრატიონი.

შეგახსენებთ, რომ წუხელ ცაბაძის ქუჩაზე მდებარე ბაზრობას ხანძარი გაუჩნდა. ტერიტორიის ნაწილი სრულად განადგურებულია. ადგილზე მოვაჭრეებს ამ დრომდე არ უშვებენ.

იტვირთბა....