ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ეკონომიკის სამინისტრო ნაქირავები შენობიდან 1 თვეში გადავა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ჭოველიძის ქუჩაზე მდებარე ნაქირავებ შენობას პირველი აპრილისთვის დატოვებს.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, უწყება მუშაობას სახელმწიფო ბალანსზე არსებულ შენობებში გააგრძელებს, მათ შორის იუსტიციის სახლში, სადაც გაუქმებამდე ენერგეტიკის სამინისტრო იყო განთავსებული. იგეგმება სხვა შენობების ათვისებაც. სავარაუდოდ, ქონების მართვის სააგენტო მუშაობას სპორტის სამინისტროს ყოფილ შენობაში გააგრძელებს.

საბოლოო გადაწყვეტილებას ერთი კვირის ვადაში მიიღებენ.

ჭოველიძის ქუჩაზე ეკონომიკის სამინისტრო ქირით 2016 წელს გადავიდა. მას შემდეგ, რაც ჭანტურიას N12-ში მდებარე შენობა აუქციონზე 9 450 000 აშშ დოლარად „ჰუალინგ ჯგუფმა“ შეიძინა. ინვესტორმა ვალდებულება აიღო, შენობაში სასტუმრო გაეხსნა. თუმცა, ადგილზე სამუშაო ამ დრომდე არ დაწყებულა.

ჭოველიძის ქუჩაზე მდებარე შენობა უკვე ქირავდება. ერთი კვადრატული მეტრის ფასი 19 დოლარიდან იწყება.

წყარო: 1tv.ge

იტვირთბა....