ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

სამართალდამცავის მოთხოვნის დაუმორჩილებლობაზე სანქციები მკაცრდება

“ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის, აღსრულების პოლიციელის ან სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარიდან 4000 ლარამდე ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

შესაბამისი ცვლილებები ინიცირებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. აღსანიშნავია, რომ აქამდე არსებული ნორმა ითვალისწინებდა 250 ლარიდან 2000 ლარამდე დაჯარიმებას ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

იტვირთბა....