“რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, ქვეყანა ჩაკეტილ წრეში ცხოვრებს და ამ ყველაფერს ხალხი ძალიან მშვიდად და წყნარად ეგუება.
“ფემიციდი თუ არა – სკოლაში ძალადობა;
სკოლაში ძალადობა თუ არა – ხის ამოთხრაგადარგვა;
ხის ამოთხრაგადარგვა თუ არა – ოკუპაციის ხაზის გადმოწევა;
ოკუპაციის ხაზის გადმოწევა თუ არა – ხანძარი;
ხანძარი თუ არა – ფემიციდი.
აი, ეს ჩაკეტილი წრეა ჩვენი ყოფა. რომელიმე აუცილებლად ხდება. ზოგჯერ, ერთდროულად რამდენიმე. სამაგიეროდ, მეტი არაფერი არ ხდება და სიურპრიზები არ გვაწუხებს. ძაან სტაბილურად ვართ, მშვიდად”, – ასე გამოეხმაურა ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში გუშინ სავაჭრო ცენტრ “თერგში” გაჩენილ ხანძარს.