ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ტატუნაშვილმა ანწუხელიძის მსგავსად ოკუპანტებს თავი არ დაუხარა და სასტიკად აწამეს”

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოკუპირებულ ცხინვალში, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობას “ფეისბუქით” ეხმაურება. სააკაშვილი წერს, რომ ტატუნაშვილმაც ანწუხელიძის მსგავსად უარი თქვა რუსი ოკიპანტებისთვის თავი დაეხარა, რის გამოც სასტიკად აწამეს და მოკლეს.

“არჩილ ტატუნაშვილმა გიორგი ანწუხელიძის მსგავსად უარი თქვა ოკუპანტებისთვის ქედის მოდრეკაზე. ვისაც მის წამებით მკვლელობაზე უნდა ეპასუხა, ივანიშვილმა ციხეში ჩასვა (რომა შამათავა და სხვები). თან თბილისში ზის ხელისუფლება, რომელმაც გადასცა რუსეთს ჩვენი მებრძოლების სიები და მთელი ეს პერიოდი წულუკიანი ლობირებს ჰააგის სასამართლოში საქართველოს ჯარისკაცების გამტყუნებას, ხოლო პრეზიდენტ მარგველაშვილის თანამშრომელი ანა დოლიძე პირდაპირ რუსულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობდა ამ საკითხში. ესაა უტყუარი ფაქტები და ამიტომ, სანამ ქვეყანას ივანიშვილი მართავს, ახალ დიდ უბედურებებს უნდა ველოდოთ.
ჩემი გულწრფელი სამძიმარი საქართველოს ერთგული ჯარისკაცის არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს”,- წერს მიხეილ სააკაშვილი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

 

იტვირთბა....