თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე მამაკაცი დააკავეს. სამართალდამცველებმა მისი ავტომობილის ჩხრეკისას, სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალების შემცველი ნივთიერება აღმოაჩინეს. ის ნაროლოგიურ შემოწმებაზე გადაიყვანეს. შემთხვევა გუშინ მოხდა.
როგორც შსს-ში “მეტრონომს” განუცხადეს, გამოძიება, 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.