არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრები და თანასოფლელები საპროტესტო აქციას მცხეთასთან აგრძელებენ. აქციის მონაწილეებს დასავლეთ საქართველოს ცენტრალური მაგისტრალი ორივე მხრიდან აქვთ გადაკეტილი.
ტატუნაშვილის ოჯახისა და ახლობლების მთვარი მოთხოვნა ცხედრის დაუყოვნებლივ გადმოსვენებაა.
დე-ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლებმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემაზე უარი განაცხადეს. მიზეზად ცხედრისთვის რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ექსპერტიზის ჩატარება სახელდება.
არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, დეფაქტო ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა.
წყარო: “1tv”