ახალი ამბები მთავარი სამართალი

ტატუნაშვილის მამა პოლიციამ აქციის ტერიტორიდან შს მინისტრთან შეხვედრის მიზნით გაიყვანა

ოკუპირებულ ცხინვალში, საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის მამა შს მინისტრს შეხვდება. ინფორმაციას სააგენტო “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

როგორც ცნობილი გახდა, ტატუნაშვილის მამასთან სამართალდამცველები ცოტა ხნის წინ მივიდნენ და შინაგან საქმეთა მინისტრთან შესახვედრად წაიყვანეს.

აქციის მონაწილეები თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ცენტრალურ მაგისტრალზე ამ დრომდე რჩებიან და აცხადებენ, რომ ცხედრის გადმოსვენებამდე ტერიტორიის დატოვებას არ აპირებენ.

შეგახსენებთ, რომ ერგნეთში, ინცინდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის არაგეგმური შეხვედრა,  ცოტა ხნის წინ დასრულდა. როგორც შეხვედრის შემდეგ  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა კახა ქემოკლიძემ, დე-ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლებმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემაზე ამ ეტაპზე უარი განაცხადეს.

დე-ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათ დახმარებისთვის მიმართეს რუსეთის საექსპერტო ბიუროს და აღნიშნულ პროცედურებს რამოდენიმე დღე დასჭირდება.

არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, დეფაქტო ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა.

 

იტვირთბა....