განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი, სოზარ სუბარი და საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე ამ წუთებში ოკუპირებულ ცხინვალში, საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ახლობლებსა და აქციის მონაწილეებს ხვდებიან.
სოფელ ნატახტართან ტატუნაშვილის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა გზა გადაკეტეს, შეკრებილები ცხედრის გადაცემას ითხოვენ.
სოზარ სუბართან და დიმიტრი ხუნდაძესთან შეხვედრა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს, ისინი აქციის მონაწილეებს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებენ, თუმცა ტატუნაშვილის ახლობლების თქმით, ცხედრის გადმოსვენებამდე არ დაიშლებიან.
შეგახსენებთ, რომ ერგნეთში, ინცინდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის არაგეგმური შეხვედრა, ცოტა ხნის წინ დასრულდა. როგორც შეხვედრის შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა კახა ქემოკლიძემ, დე-ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლებმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემაზე ამ ეტაპზე უარი განაცხადეს.
დე-ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათ დახმარებისთვის მიმართეს რუსეთის საექსპერტო ბიუროს და აღნიშნულ პროცედურებს რამოდენიმე დღე დასჭირდება.
არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, დეფაქტო ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა.
წყარო: “1tv”