ახალი ამბები მთავარი სამართალი

სოფელ ნატახტართან არჩილ ტატუნაშვილის ახლობლებმა და თანასოფლელებმა გზა გადაკეტეს

ოკუპირებულ ცხინვალში საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ახლობლებმა ნატახტართან გზა გადაკეტეს.

აქციის მონაწილეების მოთავარი მოთხოვნა ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემაა.

ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

შეგახსენებთ, რომ ერგნეთში, ინცინდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის არაგეგმური შეხვედრა,  ცოტა ხნის წინ დასრულდა. როგორც შეხვედრის შემდეგ  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა კახა ქემოკლიძემ, დე-ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლებმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემაზე ამ ეტაპზე უარი განაცხადეს.

დე-ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათ დახმარებისთვის მიმართეს რუსეთის საექსპერტო ბიუროს და აღნიშნულ პროცედურებს რამოდენიმე დღე დასჭირდება.

არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, დეფაქტო ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა.

იტვირთბა....