ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ტატუნაშვილის მამა: “დამიბრუნონ ჩემი მკვდარი შვილი, თორემ ხალხს ვეღარ ვა

არჩილ ტატუნაშვილის მამის განცხადებით, თუ მისი შვილის ცხედარს არ დაუბრუნებენ, რუსეთისკენ მიმავალ სამხედრო გზას გადაკეტავს ხალხი.

“მე ხალხს ვეღარ ვაჩერებ, ახალგაზრდები გადიან მასიურად და რუსეთისკენ მიმავალ სამხედრო გზას გადაკეტავენ და რუსეთისკენ მიმავალ არც ერთ მანქანას არ გაატარებენ. მეშინია მანდ რამე არ მოხდეს ბიჭები ისე არ არიან აღელვებულები. თუ სამხარაულის ექსპერტიზას არ უშვებენ, გაეროს ექსპერტები შეუშვან.

ბოლო პასუხი რომ მოვისმინეთ, მაგის მერე ვეღარ ვაკავებ ხალხს. როდის მომივა მე ექსპერტიზის პასუხი რუსეთიდან. როდემდე ველოდო ჩემს მიცვალებულს? ცხედარს მალავენ იმიტომ, რომ სასტიკადაა, ალბათ, ნაცემი და ნაწამები. 6 საათამდე კი დაელოდებიან ბიჭები. ვის შეუძლია ამაზე პასუხის მოთხოვნა? ჩემი შვილი დამიბრუნონ, ჩემი მკვდარი შვილი დამიბრუნონ და არავითარი დასკვნა არ მინდა. მე ვიცი რომ ჩემი შვილი მოკლეს”, – აცხადებს გიორგი ტატუნაშვილი “ტვ პირველთან” საუბრისას.

არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, დეფაქტო ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა.

ერგნეთში, ინცინდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის არაგეგმური შეხვედრა,  რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. როგორც შეხვედრის შემდეგ  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა კახა ქემოკლიძემ, დე-ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლებმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემაზე ამ ეტაპზე უარი განაცხადეს.

დე-ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათ დახმარებისთვის მიმართეს რუსეთის საექსპერტო ბიუროს და აღნიშნულ პროცედურებს რამოდენიმე დღე დასჭირდება.
იტვირთბა....